პარალელურად მობილიზებულია ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალური მობილური, სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები – ინფორმაციას ამის შესახებ ქობულეთის მუნციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

 

 წინასწარი პროგნოზით ამინდის კიდევ უფრო გაუარესება 24:00 საათიდან არის ნავარაუდები.

 

მუნიციპალიტეტის შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:  0426 26 72 09;    595 70 44 00;   599 85 63 73;   599 85 63 74.


ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მეწყერული კერები გააქტიურდა. ადგილზე ამ წუთებში (17:20 საათი) ქობულეთის გამგებელი სულხნ ევგენიძე  იმყოფება. “ბათუმელები” დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *