დოკუმენტის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის 17-მა დეპუტატმა ხმა ზემოხსენებული კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა, უმცირესობის 22 დეპუტატს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.


კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა თავისუფალი დემოკრატების პარტიის 9 წევრმა, მათი ერთ წარმომადგენელ ნინო გოგუაძეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. წინააღმდეგ მისცა ხმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემაც.


კანონპროექტს მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” პარტიის 40-მა წევრმა, ერთი წინააღმდეგი წავიდა, ხოლო ექვსს, მათ შორის თამარ კორძაიას და ზვიად კვაჭანტირაძეს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.


კანონპროექტს მხარი დაუჭირა რესპუბლიკური პარტიის ხუთმა წევრმა, მათ შორის დავით უსუფაშვილმაც. ლევან და დავით ბერძენიშვილებს პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *