“გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „L&K ჰოლდინგმა“ 2008 წლის 25 აგვისტოს გამართულ აუქციონზე 800 720 ლარად შეიძინა ქ. ბათუმში 20 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობის მიხედვით, 36 თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო არანაკლებ 3 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია და დასაქმებულიყო საქართველოს 100 მოქალაქე. 2011 წლის 15 დეკემბერს შპს „L&K ჰოლდინგის“ დირექტორმა, ი.მ.გ.-მ წერილით მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და წარადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ „დანი აუდიტის“ დირექტორის, ჯ.ძ-ს მიერ შედგენილი ყალბი აუდიტორული დასკვნა,”- წერია უწყების განცხადებაში.
ოფიცილაური ინფორმაციითვე, გაყალბებული აუდიტორული დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ შესრულებული ინვესტიციამ შეადგინა 5 075 148 ლარი, რეალურად კი განხორციელებული იყო 2 643 845 ლარის ინვესტიცია.
“დასკვნის წარდგენის პერიოდში სამინისტროს მხრიდან ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, ლ. მ-ს კანონით ევალებოდა შემოწმება და კონტროლი შესრულებული ვალდებულების, თუმცა ის გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ მოახდინა კომპანიის წარმოდგენილი დასკვნის მონაცემთა გადამოწმება და დადასტურებული იქნა რეალურად არშესრულებული ინვესტიცია. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, სახელმწიფოს მიადგა 2 301 000 ლარის ზიანი. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის 185-ე, 342-ე და 362-ე მუხლით,”- ნათქვამია განცხადებაში.
