“გუშინ ყაზბეგის გამზირზე, ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი. ერთ-ერთმა ავტობუსმა, მოულოდნელად გაჩერების შემდეგ გააჩერა, საიდანაც ხალხმა მამაკაცი ჩამოაგდო, რომელიც ასფალტზე დავარდა. სპეციალურად გაჩერდა ავტობუსი, რომ გადამოეგდოთ და მალევე მოწყდა ადგილიდან.”

 

მისი თქმით, ბიჭი ფერადკანიანი იყო და მისი დისკრიმინაცია სწორედ ამ ნიშნის გამო მოხდა. 

 

“ამ მომენტში ავტობუსიდან ხალხის გაავებული ხმები მესმოდა, პიჯაკი ჩაუცვია ამ გორილას, ეს ჭირიანი დაგვაჭირიანებს, ისმოდა უშვერი ქართული გინებებიც. როცა შევხედე მას, სისხლის კვალი ეტყობოდა, ალბათ, გადმოგდების დროს დაზიანდა. ჩემ გარდა, არავინ მიახლოებია ამ მამაკაცს. კორსიზი და ერთჯერადი ხელსახოცები მივეცი სისხლის მოსაწმენდად. ფრანგულად საუბრობდა, სავარაუდოდ, ფრანგი იყო. მე არ ვიცი ფრანგული და ბევრი ვერაფერი გავიგე, რას ამბობდა. ინგლისურად მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ აქ ყველა ასეთი არ არის და, სამწუხაროდ, სწორედ მას შეხვდნენ ასეთი ადამიანები,”- ამბობს ლელა კოდალაშვილი. 


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შსს-ს და სახალხო დამცველს დაუკავშირდა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ ფაქტს გაარკვევენ. ომბუდსმენის აპარატში კი განაცხადეს, რომ სახალხო დამცველი და მსგავს საკითხებზე მომუშავე პირი ამჟამად მივლინებაში არიან და დღეს კომენტარს ვერ გააკეთებენ. 


საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას რასისა და იდენტობის შემადგენელი სხვა ნიშნების საფუძველზე. კონსტიტუციით დაცულია ადამიანის ღირსებაც. დისკრიმინაციისა და ადამიანის ღირსების შემლახავი ფაქტების სიხშირის მიუხედავად, ამ მუხლების დარღვევის საფუძველზე საქართველოში ჯერ არც ერთი ადამიანი არ გასამართლებულა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *