მერიის განცხადებით, პირველ ეტაპზე ლიფტები დამონტაჟდება ორ მიწისქვეშა გადასასვლელში, რისთვისაც 150 000 ლარია გამოყოფილი.
ლიფტის მშენებლობის სამუშაოები თითქმის დასრულებულია ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში. დარჩენილია მხოლოდ ელექტროგაყვანილობის სამუშაოები, რის შემდეგაც ლიფტი ექსპლოატაციაში შევა, აცხადებს მერია.
მერია მეორე ლიფტის დამონტაჟებას ვაკის პარკის მიმდებარედ, თამარაშვილის ქუჩის მხრიდან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში გეგმავს, სადაც ერთ მხარეს უკვე დასრულდა მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და ლიფტის მონტაჟი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

