11.00 -დოლიძის ქუჩაზე საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი მისი ინიციატივით და საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით განხორციელებულ ქუჩის გამაგრებით სამუშაოებს დაათვალიერებს. 
ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძეც დაესწრება. მის: დოლიძის ქ. 120


11:00 – დოლიძის ქუჩის #120-ში,  საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის დავით ზურაბიშვილის ორგანიზებით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ქუჩის აღდგენის სამუშაოების დაწყებას თბილისის საკრებულოს დეპუტატი დაესწრება.

 

11.00 – დოლიძის და ჩიქოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის 48 გრძივი მეტრის მონაკვეთზე გამაგრებითი კედლის მშენებლობა იწყება. სამშენებლო სამუშაოების გახსნას დაესწრებიან საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი. მისამართი : დოლიძისის და ჩიქოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზა; საკონტაქტო პირი: ია ფხოველიშვილი 591 01 55 02


11:30-  არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ ,,კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავს.  მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

12:00-  ხათუნა ლაგაზიძე  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ ,,კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავს.  მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

12:00 – ნაძალადევის რაიონის მე-9 ბაგა-ბაღში ,, შემოდგომის ფესტივალი ბაღებში’’ პროექტის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი დაესწრებიან. მის: ნაძალადევი, გუდამაყრის #2 საკონტაქტო პირი: თამარ კვირტია 577 17 30 04 გიორგი ჩაკვეტაძე 577 150517


12:00 – “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


12:00 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული 
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შეზღუდული შესაძლებლობის 
მქონე პირთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

  თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
   

 

12:00 

საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა

  ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
 

12:00- “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” გეპატიჟებათ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციაზე. პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო “თბილისი რუმსში”

 

12:00 – უჩა ნანუაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება; საკონტაქტო პირი ანი თამაზაშვილი 595 03 32 32

 

12:30 – “პირველ პრესკლუბში” საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთ-აფხაზეთის შორის ინტეგრაცია და საფრთხეები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


13:00 “პირველ პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


13:00 – პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ სასამართლო მონიტორინგის შედეგებს გაასაჯაროვებს

 

14 :00-  სახალხო დამცველს ბათუმის ოფისში (მის: მაზნიაშვილის ქუჩა #9) აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდება. საკონტაქტო პირი ანი თამაზაშვილი 595 03 32 32

 

16:00 – სტუდენტური  მოძრაობა  ,,მწვანე მუშტი“ პირველსკურსელებს შორის საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს. შეხვედრა გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ IIკორპუსი, აუდიტორია 135 ) სალომე ჭანტურიძე 598 68 94 64; ლევან ლორთქიფანიძე 555 27 74 03

 

18:00 -ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილი სოციალურად დაუცველი ქალების შესახებ დოკუმენტური ფილმის “ობიექტი #8” პრეზენტაციას გამართავს ლიტერატურის მუზეუმში  (მისამართი: გიორგი ჭანტურიას ქუჩა #8)

 

18:30 –  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მიხეილ თუმანიშვილის  სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი  „საჩუქარი“  გაიხსნება. ფესტივალის ფარგლებში, თეატრის საგამოფენო სივრცე ვალერი პლოტნიკოვის ფოტო გამოფენას დაეთმობა, – ექსპოზიცია 1 ნოემბრამდეგასტანს.


20:00 – მაყურებელი თუმანიშვილის თეატრის სცენაზე იხილავს სპექტაკლს „რადიო მაკბეტი”, რომელსაც აშშ-ს თეატრალური კომპანია ”სითი” წარმოადგენს.  (რეჟისორი – ენ ბოგარტი, დარონ ლ. უესტი; მხატვარი – ჯეიმზ შუტი; მხატვარი გამნათებელი – ბრაინ ლ. სკოტი; მონაწილეობენ:  აკიკო აიზავა, ვილი ბონდი, ჯან მურეი განინო, სამუელ სტრიკლენი, ელენ ლორენი, დებორა ველესი, სტეფან ვებერი)

 

22:00 –  თუმანიშვილის თეატრში შედგება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი 2014“ ლაურიატების დაჯილდოება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *