კარასინი ამბობს, რომ “სირთულეების მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს დიალოგი გრძელდება.”

 

კარასინის თქმით, ჯერ კიდევ პირველი შეხვედრამდე მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დალავშირებით საკითხებს არ განიხილავდნენ. 

 

“დღეს იყო დაშვებული გამონაკლისი, ვინაიდან ქართული მხარისთვის ეს გახდა პრიორიტეტული და მძაფრი საკითხი. ჩვენ ჩვენი არგუმენტები ქართულ მხარემდე მივიტანეთ,”- განაცხადა კარასინმა. 


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ერთმანეთს პრაღაში დღეს, 16 ოქტომბერს შეხვდნენ. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *