“ლაშა ჯიხვაშვილს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის 108-ე მუხლითა და 333-ე მუხლის ბ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით”,-აცხადებენ პროკურატურაში.

 

საგამოძიებო უწყებამ მიმართა სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

 

3 ოქტომბერს ქუთაისში, საღორიას ტერიტორიაზე პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭს თავში ესროლა. თავდაპირველად პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი საქმეს მხოლოდ 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით აწარმოებდა, რაც უფლებამოსილების გადამეტებას იარაღის გამოყენებით გულისხმობს.

 

“ერთ-ერთ დანაშაულზე ეჭვმიტანილი პირის დევნა ხორციელდებოდა, რა დროსაც იგი არ დაემორჩილა პოლიციას და ამის შემდეგ პოლიციამ განახორციელა გასროლა. თუ გამოიკვეთა ბრალეულობა, კანონის შესაბამისად დაისჯება”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საგამოძიებო სტრუქტურის ვერსიას არ იზიარებენ მირზა ბუაჩიძის ახლობლები.

 

მირზა გოჩუაძე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *