“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან ორი გასროლით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1963 წელს დაბადებულ გიორგი ო-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე  სისხლის სამართლის კოდქსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *