“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან ორი გასროლით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1963 წელს დაბადებულ გიორგი ო-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდქსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
