ნატოს საწინააღმდეგო აქცია ზუგდიდში “ევრაზიულმა კავშირმა” გამართა, მსგავსი აქცია გაიმართა თბილისშიც ერეკლე მეორის საზოგადოების ინიციატივით. ზუგდიდში “ევრაზიულ ინსტიტუტს” ადგილობრივი მაცხოვრებლები დაუპირისპირდენენ.
შსს- ს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციული წესით 166-ე და 173 მუხლებით მოხდა. 166-ე მუხლი გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და 100 ლარის ოდენობის ჯარიმას ან 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 173-ე მუხლი კი, სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულება/მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, რაც 400 ლარის ოდნობის ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე, ან 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
დაპირისპირების ამსახველ კადრებში ჩანს, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეები და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ვერბალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, თუმცა შსს-ში არ აკონკრეტებენ, ორივე მხარის წარმომადგენლები დააკავეს თუ არა.
