ნატოს საწინააღმდეგო აქცია ზუგდიდში  “ევრაზიულმა კავშირმა” გამართა, მსგავსი აქცია გაიმართა თბილისშიც ერეკლე მეორის საზოგადოების ინიციატივით. ზუგდიდში “ევრაზიულ ინსტიტუტს” ადგილობრივი მაცხოვრებლები დაუპირისპირდენენ.

 

შსს- ს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციული წესით 166-ე და 173 მუხლებით მოხდა.  166-ე მუხლი გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და  100 ლარის ოდენობის ჯარიმას ან  90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 173-ე მუხლი კი, სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულება/მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, რაც 400 ლარის ოდნობის  ჯარიმას ან  გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე, ან 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დაპირისპირების ამსახველ კადრებში ჩანს, რომ  ევრაზიული კავშირის მომხრეები და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ვერბალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, თუმცა შსს-ში არ აკონკრეტებენ, ორივე მხარის წარმომადგენლები დააკავეს თუ არა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *