ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ადასტურებს,- წერს “გარდიანი”.

 

ამერიკელი ჟურნალისტი სირიაში დაახლოებით ორი წლის განმავლობაში “ალ ქაიდას” შვილობილ მებრძოლთა ჯგუფის ტყვეობაში იმყოფებოდა.

 

კერტისის ოჯახმა გათავისუფლების საპასუხო წერილი გაავრცელა, სადაც ისინი მადლობას აშშ-ის მთავრობას, კატარის წარმომადგენლობასა და კერძო პირებს უხდიან დახმარებისათვის.

 

“კატარის სადაზვერვო სამსახური იდგა სირიაში ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლების უკან,”- ინფორმაცია კატარიდან “როიტერს” ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

 

კატარის საკუთრებაში არსებულმა ტელეკომპანია “ალ-ჯაზირამ” პირველმა გაავრცელა კერტისის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია.

 

როგორც “გარდიანი” იუწყება, ობამას ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა გადაეხადა გამოსასყიდი ტერორისტული ჯგუფისათვის. სანაცვლოდ, ისლამურმა გაერთიანებამ ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.

 

ბრიტანეთის ელჩმა აშშ-ში სერ პიტერ ვესტმაქოტმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები მალე მოახერხებენ ფოულის მკვლელის იდენტიფიკაციას, რომელიც, სავარაუდოდ, ბრიტანელია.

 

ამერიკელ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, დაახლოებით,20 ჟურნალისტია დაკარგული სირიაში. ბევრი მათგანი ისლამური დაჯგუფების მსხვერპლად მიიჩნევა.

 

ამერიკის მთავრობა არ იყო ჩართული მისი გათავისუფლების მოლაპარაკებებში. კერძო პირები მონაწილეობდნენ ჟურნალისტის უსაფრთხოდ გათავისუფლების საკითხში. არ არის ცნობილი, თუ გადაიხადეს გამოსასყიდი პიტერ კერტისის გასათავისუფლებლად, ამერიკის 2-სამართალდამცავ პირზე დაყრდნობით იუწყება “სიენენი”.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *