დღეს 28 ივლისს, რამადანის ერთთვიანი მარხვის შემდეგ მთელი დედამიწის ზურგზე ბილიონი მუსლიმი ამთავრებთ მარხვას და ზეიმობთ ‘იდ ალ-ფიტრ-ს ანუ მარხვის გასრულების დღესასწაულს. ამ დროს თქვენ ლოცულობენ იმისთვის, რომ ღმერთმა მშვიდობა, ბედნიერება და წარმატება მიანიჭოს მსოფლიოს ყველა მკვიდრს.
ჩემთვის პატივი იყო, რომ ამ თვეში შემოგერთებიდით მარხვაში და თქვენთან ეღთად გამევლო რამადანის თვის სულიერი დისციპლინა. რმერთს მადლობას ვწირავ, რომ მიუხედავად ხანგრძლივი მოგზაურობისა ამ თვეში, შემაძლებინა უკლებლივ ყველა დღის მარხვის დაცვა.
ამ წერილით ჩემს მინდა მოგილოცოთ ‘იდის დღესასწაული ყველა მუსლიმს და განსაკუთრებით საქართველოში მცხოვრებ მულიმებს. მინდა გისურვოთ მშვიდობა და ღვთის კურთხევა.
დღეს ჩვენ საგანგებოდ ვლოცულობთ და ვფიქრობთ იმ მუსლიმებზე, რომელბსაც ამ დღესასწაულის დღეებში ნაკლებად ეზეიმებათ: ღაზაში, ერაყში, ავღანეთსა და სირიაში. ჩვენი ლოცვაა, რომ ღმერთმა მათ მშვიდობა და დაცულობა უწყალობოს მათ.
ქრისტიანებმა და მუსლიმებმა ყველა კეთილი ნების ადამიანთან ერთად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს პლანეტაზე.
ჩვენ ერთი გვყავს, ერთი პლანეტა გვაქვს და ერთი ცა გვახურავს თავზე, ამიტომ არ შეიძლება, რომ ჩვენ მტრობამ, ფობიებმა და უმეცრებამ დაგვაშოროს ერთმანეთს. დროა, ვაღიაროთ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩადენილი ჩვენი შეცდომები; დროა ვაპატიოთ და შევურიგდეთ ერთმენეთს; დროა, დავივიწყოთ ის, რაც ხელს უშლის ჩვენს შორის მეგობრობასა და სიყვარულს, დროა დავივიწყოთ წარსული და მომავალზე ვიფიქროთ. ‘იდ ალ-ფიტრი ხომ შენდობისა და შერიგების დროა.
თქვენი კნინი ძმა,
თბილელი ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი,
საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია
ჩიკაგო, აშშ.
28 ივლისი 2014.

