საბუქსირო გემებისა და ესკორტის თანხლებით ‘კოსტა კონკორდია’ თავის საბოლოო რეისს ასრულებს. ‘კოსტა კონკორდია’, სავარაუდოდ, 27 ივლისს მიაღწევს ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე გენუის ნავსადგურს, სადაც მას დაშლიან.
საკრუიზო გემი 2012 წლის 13 იანვარს იტალიის სანაპიროზე, კუნძულ ჯილიოს სიახლოვეს რიფებს დაეჯადა, რის გამოც გადაყირავდა და ნახევრად ჩაიძირა. კატასტროფის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. დღემდე ‘კოსტა კონკორდია’ იმავე ადგილას მდებარეობდა, სადაც გადაყირავდა.
კომპანიები- Titan Salvage და Micoperi დაიქირავეს იმისათვის, რომ ‘კოსტა კონკორდია’ იმ მდგომარეობამდე მიყვანათ, რომ მას გენუის ნავსადგურამდე მიღწევა შეძლებოდა.
‘კოსტა კონკორდია’ 2004 წელს შეიქმნა. ის იტალიურმა გემთმშენებელმა კომპანიამ Fincantieri გენუაში ააწყო. ‘კოსტა კონკორდია რეისებს 2005-2012 წლებში ასრულებდა.