საბუქსირო გემებისა და ესკორტის თანხლებით ‘კოსტა კონკორდია’ თავის საბოლოო რეისს ასრულებს. ‘კოსტა კონკორდია’, სავარაუდოდ, 27 ივლისს მიაღწევს ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე გენუის ნავსადგურს, სადაც მას დაშლიან.

საკრუიზო გემი 2012 წლის 13 იანვარს იტალიის სანაპიროზე, კუნძულ ჯილიოს სიახლოვეს რიფებს დაეჯადა, რის გამოც გადაყირავდა და ნახევრად ჩაიძირა. კატასტროფის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. დღემდე ‘კოსტა კონკორდია’ იმავე ადგილას მდებარეობდა, სადაც გადაყირავდა. 

კომპანიები- Titan Salvage და Micoperi დაიქირავეს იმისათვის, რომ ‘კოსტა კონკორდია’ იმ მდგომარეობამდე მიყვანათ, რომ მას გენუის ნავსადგურამდე მიღწევა შეძლებოდა. 

‘კოსტა კონკორდია’ 2004 წელს შეიქმნა. ის იტალიურმა გემთმშენებელმა კომპანიამ Fincantieri გენუაში ააწყო. ‘კოსტა კონკორდია რეისებს 2005-2012 წლებში ასრულებდა. 

ჩაძირული საკრუიზო გემი ‘კოსტა კონკორდია’ საბუქსირო გემების დახმარებით ტოვებს კუნძულ ჯილიოს სანაპიროს. ‘კოსტა კონკორდია’ სავარაუდოდ 27 ივლისს მიაღწევს გენიუს ნავსადგურს. © epa 23.07.2014

‘კოსტა კონკორდია’ მზადაა, რომ გენუის მიმართულებით საბოლოო რეისი შეასრულოს © epa 21.07.2014

ნავი მიუძღვება ‘კოსტა კონკორდიას’, რომელიც დაიძრა იტალიაში მდებარე კუნძულ ჯილიოს სანაპიროდან. © epa 23.07.2014

კუნძულ ჯილიოს მცხოვრებლები თვალს ადევნებენ ‘კოსტა კონკორდიას’ უკანასკნელ რეისს გენუის მიმართულებით © epa 23.07.2014

‘კოსტა კონკორდიას’ თანმხლები საბუქსირო გემები უშვებენ წყლის ჭავლს. ‘კოსტა კონკორდია’ უკანასკნელ მოგზაურობას ასრულებს გენუის მიმართულებით © epa 23.07.2014

Titan Micoperi-ის ჯგუფის მუშები ზეიმობენ ‘კოსტა კონკორდიას’ ჯილიოს სანაპიროდან გასვლას. ისინი მუშაობდნენ იმისათვის, რომ ნახევრად ჩაძირული გემი ზედაპირზე ამოეტანათ. © epa 23.07.2014

‘კოსტა კონკორდია’ ტოვებს კუნძულ ჯილიოს სანაპიროს, სადაც იგი 2012 წლის 13 იანვარს ჩაიძირა. © epa 23.07.2014

‘კოსტა კონკორდიას’ დაჟანგული ნაწილი, რომელიც 2012 წლის 13 იანვრს ჩაიძირა ტოსკანის სანაპიროზე მდებარე კუნძულ ჯილიოს სიახლოვეს. © epa 23.07.2014

‘კოსტა კონკორდია’ ტოვებს კუნძულ ჯილიოს სანაპიროს. ფოტო გადაღებულია იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ. © epa 23.07.2014

ჩაძირული საკრუიზო გემი ‘კოსტა კონკორდია’ საბუქსირო გემების დახმარებით ტოვებს კუნძულ ჯილიოს სანაპიროს. ‘კოსტა კონკორდია’ სავარაუდოდ 27 ივლისს მიაღწევს გენიუს ნავსადგურს. © epa 23.07.2014

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *