საპრივატიზაციო პირობებიდან გამომდინარე კომპანიამ თანხა ერთ თვეში უნდა დაფაროს, ხოლო ინვესტიციის სახით 1 000 000 ლარი უნდა განახორციელოს.
“იბერია ავტოჰაუსი”, საპრივატიზაციო შეთანხმების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიზე AUDI-ის ფირმის საავტომობილო 2 მაღაზიასა და სერვისცენტრს ააშენებს. კომპანიამ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვეში მშენებლობა უნდა დაასრულოს.
“იბერია ავტოჰაუსის” საქმიანობის სფეროა ექსპლუატირებული (ნახმარი) მანქანების იმპორტი და რეალიზაცია.
“იბერია ავტოჰაუსი” “იბერია ბიზნეს ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა.
“იბერია ბიზნეს ჯგუფი” (IBG) შეიქმნა 1999 წელს. 2001 წლიდან წარმოადგენს გაერთიანებულ სავაჭრო ინდუსტრიულ ჰოლდინგს.
დღეისთვის IBG აერთიანებს ათამდე ორგანიზაციას, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთების, ავტომობილის სათადარიგო ნაწილების, საბურავების და საწვავის იმპორტი.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ”იბერია ავტოჰაუსში” 25%-ს ტარიელ ხეჩიკაშვილი ფლობს, 25%-ს – იბერია ინვესტი, ხოლო 50%-ს – სპორტ ინვესტი. კომპანიის გენერალური დირექტორია ალექსანდრე ხუციშვილი.

