როგორც ცესკოს პრესსპიკერი, ეკა აზარაშვილი განმარტავს, თბილისში, ნაძალადევის რაიონის რამდენიმე უბანზე არსებული დარღვევების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მოხდა ფაქტის გამოკვლევა, თუმცა, მისი თქმით, საუბნო კომისიის წევრებმა არ დაადატურეს უშუალოდ საარჩევნო უბანში დარღვევის ფაქტი.
მისივე თქმით, თუკი უბნის გარეთ ხდება ინციდენტი, ცესკო რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს.
“ცეტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს საარჩევნო სუბიექტებს და მათ მხარდამჭერებს, უზრუნველყონ მშვიდი ვითარება და ამომჩეველს არჩევანის გაკეთების საშუალება მისცენ.”
ცესკოს ინფორმაციითვე, გადამოწმდა ხულოს რაიონის 36-ე საარჩევნო უბანში მომხდარი ფაქტის ნამდვილობა.
“გავრცელებული ინფორმაციას, რომ უბანში სამი ბიულეტენი ჩაყარა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მას მხოლოდ მოსარჩელე მხარე და ერთ-ერთი არასამთავრობოს წარმომადგენელი ადასტურებს.”
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, ხულოს საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ყუთში 3 ბიულეტენის ჩაგდების ფაქტი დააფიქსირა.
ცესკო მედიასაშუალებებით გავრცელებულ რუსთავში მომხდარ ფაქტსაც ეხმაურება.
კომისიის ინფორმაციით, უშუალოდ უბნის შიგნით პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარებს.
