“სამწუხარო ამბავია. გარდაიცვალა ადამიანი, რომლის სახელსაც ძალიან ბევრი მოვლენა უკავშირდება ქვეყანაში. ამ მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის ლიდერი მრავალი წლის განმავლობაში. აქ, ბაქოში მას მადლიერებით მოიხსენიებენ, მისი სახელი უკავშირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს და სხვა პროექტებს. ბატონ ედუარდს ამ სფეროში გარკვეული მიგნებები ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო ყველა სფეროში, მაგრამ ახლა არ არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასების დრო. გარდაიცვალა ადამიანი და მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რაც ყოფილ პრეზიდენტს ეკადრება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *