კალაძის თქმით, ნადირაშვილი და ჯაფარიძე 4 საათის განმავლობაში იყვნენ ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში გაჩერებული:
“ნადირაშვილს ჩანთაში 350 ათასი [დოლარი] ედო. ეს საქმე მიჩუმათდა, რადგან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის თემა იყო და ჩაწყნარდა. ჩვენც ბოლომდე არ მივყევით”, – განაცხადა კალაძემ.
მან ამით ირმა ნადირაშვილის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძის დახმარებით უკრაინიდან თბილისში ჩამოსული ე.წ. კანონიერი ქურდი სამართალდამცველებს მოარიდეს:
“არანაირი კავშირი რამენასთან არ მქონია. ეს თემა გაგრძელებაა იმ შავი კამპანიის, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, რომ თითქოს იტალიაში შეხვედრა მქონდა ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან”, – აღნიშნა კალაძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, 21 ივნისს საქართველოში დეპორტირირებული კანონიერი ქურდი, მეტსახელად “რემენა” ვიცე-პრემიერის ჩარევის შედეგად არ დააკავეს. კანონიერი ქურდის თბილისში დეპორტაციის ფაქტს შსს უარყოფს.
