“მთავარი მოწმე არის ბექაური. რომ გავიგე ბექაური იყო, ხუთი წუთით ვფიქრობდი, საერთოდ რა კავშირშია ამ საქმესთან. საქართველოში სელექციური მართლმსაჯულება კი არ არის, საქართველოში ცინიკური მართლმსაჯულებაა. ეს მოდის ერთადერთი ადამიანისგან, მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი. ის დასცინის თბილისელებს. ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს”, – განაცხადა უგულავამ.

 

უგულავას თქმით, კობა ბექაურის ჩვენების ნაწილი, ისევე როგორც საქმის სხვა ნაწილები, მათ არ გადასცემიათ. 

 

მისივე თქმით, ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში ყოფნისას შეადგინეს ოქმი, რომლის მიხედვითაც, უგულავას საქართველოს დატოვება ეკრძალება. როგორც უგულავამ და მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადეს, ასეთი ოქმის შედგენა უკანონოა, რადგან ამის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის” ბრალდებით გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას ბრალი დღეს, 30 ივნისს წარედგინა, თუმცა იგი დაკავებული არ არის.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *