„მე არ ვიცი ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ ეს არიან ერმაკოვის შტაბის წარმომადგენლები.“  – ამბობს გიორგი კირთაძე. მისი თქმით, ფაქტს ჰყავს ბევრი თვითმხილველი და მოძალადეების ვინაობა პოლიციამ უნდა დაადგინოს: „პოლიციას მივმართავ, ამოიღონ ვიდეოთვალის მასალები და დაადგინონ ამ ადამიანების ვინაობა.“

 

 

ლევან ტეტემაძე ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გიორგი კირთაძის თქმით, მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს მიღებული და ამჟამად გამოკვლევები უტარდება.

 

 

შს სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით – ცემის ფაქტზე, რაც  ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე. 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *