ამის შეასხებ  ჯაფარიძემ “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

“საზღვარზე შეფერხება მართლა მქონდა იმის გამო, რომ დროში დავაგვიანე. მებაჟეებთან მქონდა რაღაც საუბარი და მომიწია იმ რეისის გამოტოვება, რომლითაც უნდა გამოვფრენილიყავი. ეს იყო და ეს”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

აზერბაიჯანში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრების, ირმა ნადირაშვილის და ზურაბ ჯაფარიძის შესახებ შიდა მოკვლევა დასრულდა. 

 

ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა: 

“ისინი დაკავებულები ან პატიმრობაში აყვანილი არ ყოფილან. ჩატარდა შიდა მოკვლევა, რაც გაგრძელდა დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათი, რის შემდეგაც ისინი გაუშვეს. იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა. ჩატარდა მოკვლევა და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლეს”, – აღნიშნა შარაშენიძემ. 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები- ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში საბაჟო ტერმინალის თანამშრომლებმა გააჩერეს და მიმდინარეობს მოკვლევა, რომელიც თანხის გარკვეული ოდენობის შესაძლო არადეკლარირებას შეეხება.

 

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების, ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის ბაქოს აეროპორტში დაკავება არ დაადასტურეს.

 

ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *