როგორც ნეტგაზეთს საგარეო უწყების პრესსამსახურის უფროსმა მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა, მათ ეს ინფორმაცია აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსგან მიიღეს, რომელსაც ცნობა, თავის მხრივ, აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურმა დაუდასტურა:


“საელჩოს თანამშრომლები ადგილზე არიან გასულები და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში. 


საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო


საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანში ირმა ნადირაშვილი და ზურან ჯაფარიძე დააკავეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ინფორმაცია ინტერპრესნიუსმა დღეს, 19 ივნისს გაავრცელა.


ლევან ბეჟაშვილმა კი ნეტგაზეთს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ ესაუბრა ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს. მისი თქმით, “ეს დეზინფორმაცია ნაცმოძრაობის მიერ დღეს, 18:00 საათისთვის დაანონსებული ბრიფინგის გადაფარვას ემსახურებოდა”.


თავად ირმა ნადირაშვილი ტელეფონით ჩაერთო რუსთავი 2-ს და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, ისინი ამჟამად ბაქოში იმყოფებიან და 21:00-საათიანი რეისით თბილისში ბრუნდებიან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *