ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილის ანზორ ფერცელაძის ინფორმაციით, ეს ადამიანები ტაძრის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები არიან.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. თავდაპირველად მაშველებმა ეკლესიის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი უკვე გამოიყვანეს. ის ცოცხალია და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ამ დოისთვის ნანგრევებში მოხვედრილი ოთხი ადამიანიდან კიდევ ორი ამოიყვანეს. მისივე თქმით, მათგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
მეოთხე ადამიანი, რომელიც ნანგრევებში მოხვდა, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.
როგორც აკლესიასთან თავმოყრილი ახალსოფლელები ამბობენ, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაზე არც ერთი კომპანია არ მუშაობდა. ტაძარს სოფელში მრევლთან ერთად მამა მარკოზი აშენებდა.
“ბათუმელებს” შს სამინისტროს პრესსამსხაურის თანამშრომელმა სალომე წერეთელმა უთხრა, რომ ეკლესიის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს.

