თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ხანძარი არა გვირაბში, არამედ ღია ტრასაზე, ლიანდაგთან ახლოს გაჩნდა.
მისივე თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
თამაზ რობაქიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ტექნიკური პერსონალი უკვე ადგილზე იმყოფება. მისი თქმით, მათ უნდა დაადგინონ, გამოიწვია თუ არა დაზიანება ხანძარმა.
“ზუსტად როდის აღდგება მეტროს მუშაობა, ამის თქმა გამიჭირდება, დაზიანების დადგენას არ დაჭირდება დიდი დრო, თუმცა ამ დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო დროის თქმა გამიჭირდება”– ამბობს ის.
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი შეუფერხებლად მუშაობს.

მეტროსადგური “ვარკეთილი”, ფოტო გადაღებულია ლაივკამერის მეშვეობით (16:24)
