აღნიშულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი ამერიკის ელჩმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა:

 

“მნიშვნელოვანია, საგამოძიებო სტრუქტურებმა უზრუნველყონ მართლმსაჯულების მაღალი ხარისხი და კანონის უზენაესობა”, –  აცხადებს ნორლანდი.

 

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში დახმარებისთვის თავის დროზე საქართველოს მთავარობამ მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს:

 

“თუ ამ შემთხვევაშიც მოგვმართავენ, ამასაც აუცილებლად განვიხილავთ”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა “ქორთიარდ მარიოტში” დაგეგმილი მრგვალი მაგიდის დაწყებამდე, რომელსაც ელჩთან ერთად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრება. წულუკიანს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *