“ეს არის ექსპერტიზის მასალებიდან აღებული კადრები. ერთი შეხედვით, ასე ჩანს, ამაზე ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ საქართველოს სამართალდამცავ სტურქტურებს. ამიტომ, ალბათ, ეს ინფორმაცია იქიდან ვიღაცამ გამოიტანა. ხელოვნურად, ალბათ, ვიღაცამ ააწყო აქედან ვიდეო და შემდეგ ატვირთა იუთუბზე. მიზანი არის, მითის ხელშეწყობა, თითქოს იქ იყო რაღაც მკვლელობა. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. მთავარობას შეუძლია გაასაჯაროოს სრული დოკუმენტაცია, რომელიც არსებობს ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ადგნენ და გაასაჯაროონ ყველაფერი, თავი დაანებონ ასეთ იდიოტურ მანიპულაციებს. ეს არის მარაზმი.”- აცხადებს ჯაფარიძე.

 

19 მარტს “იუთუბზე” ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელდა ფოტოკოლაჟი სახელწოდებით “სააკაშვილმა მოკლა ჟვანია”, სადაც ნაჩვენებია ყოფილ პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ სხეულზე. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *