“იმ პირობებში, როდესაც სახეზეა უამრავი პირი, ვინც სახელმწიფო ქონება სიმბოლურ თანხად მიიღო და არავითარი ინვესტიცია არ განუხორციელებია, განსაკუთრებით საყურადღებოა აგრარული უნივერსიტეტისა და კახა ბენდუქიძის საქმიანობის გამოძიება. ამასთანავე, საქმის მიმართ მაღალ საჯარო ინტერესს განაპირობებს ისიც, რომ კახა ბენდუქიძე გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” მიიჩნევენ, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, აგრარული უნივერსიტეტის საქმე გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს:

 

“აუცილებელია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე და არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ გამოძიება პოლიტიკური მოტივაციით მოქმედებს. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, განუხრელად დაიცვას კანონი და უზრუნველყოს კანონის უზენაესობის პრინციპის მოქმედება ყველა პირის მიმართ მათი პოლიტიკური შეხედულებისა თუ სტატუსის მიუხედავად და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს ინვესტორების კანონიერი ინტერესების დაცვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *