როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, შსს–ს სტრატეგია მომავალში პოლიციაში ქალის როლის კიდევ უფრო გაზრდას ითვალისწინებს:

 

“ქალთა ჩართულობის შესახებ კონფერენცია მიზნად ისახავს სამართალდამცავების კვალიფიკაციის ამაღლებას და ქალის როლის გაზრდას პოლიციაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის დასაბალანსებლად საქართველოში. ხშირად ქალები ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს ქალი გამომძიებლები, ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ ქალი პოლიციელების როლის გაზრდას სისტემაში”, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

 

კონფერენციას ასევე ესწრება ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ბრიჯიტ ბრინკი. 

 

“მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ, ეს გახლავთ მესამე ყოველწლიური კონფერენცია “ქალები პოლიციაში”, რომელიც არის შედეგი აშშ–ის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის, საქართველოს მთავრობიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს ამ კონფერენციის ორგანიზებაში, კონფერენციის ორგანიზებაში ჩართულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, კონფერენციას 180 პოლიციელი ქალი ესწრება სხვადასხვა ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის წარმომადგენლები, კონფერენციაზე მოწვეული არიან ექსპერტები ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ქართველ კოლეგებს თავის გამოცდილებას გაუზიარებენ” – განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *