![ლაზიკა [პროექტი]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000010731.jpg)
როგორც კვირიკაშვილმა 25 ნოემბერს განაცხადა, ეს კვლევა დაფინასდება საპარტნიორო ფონდის მიერ.
“5 მილიონი დოლარი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ მოზიდული იქნეს საუკეთესო კომპანიები მსოფლიოში, რათა მათ შეისწავლონ შავი ზღვის პირას სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კვანძის, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობა, იმისთვის, რომ ეს იყოს შემდგომში საბანკო ინსტიტუტებში წარსადგენი დოკუმენტი. ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი ხარისხის კვლევა, ამიტომ გადავწყვიტეთ უმაღლესი რანგის კომპანიები მოვიწივიოთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობა საერთაშორისო ტენდერს სავარაუდოდ უახლოეს ხანში გამოაცხადებს.
ყიფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქალაქი ლაზიკა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პროექტი იყო, აღარ აშენდება, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება შესაძლებელია.
