ამ ეტაპზე ყაზახ ინვესტორებთან ერთად საპარტნიორო ფონდი ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტს ლიკანში, რომელიც ითვალისწინებს “რიქსოსის” ხუთვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აშენებას. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარამდეა. 

 

საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ყაზახური ბიზნეს–წრეები საქართველოში ინვესტირების და საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის სერიოზულ ინტერესს გამოხატავენ. ყაზახეთში ფონდის წარმომადგენლობითი ვიზიტი სწორედ ამ ინტერესს ეხმიანება, განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.

 

ყაზახეთში საპარტნიორო ფონდის სამუშაო ვიზიტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გასტანს.

ირაკლი კოვზანაძე
ირაკლი კოვზანაძე

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *