ბათუმში, ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ  “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბათუმში, ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან [შავშეთისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში] ძლიერი ხანძარი დაახლოებით 18:30-ზე გაჩნდა. ცეცხლი მიმდებარე სახლებზეც გავრცელდა. ადგილზე ბათუმის სახანძრო სამსახურის სრული შემადგენლობა იყო მობილიზებული.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.