
დიმიტროვმა განაცხადა, რომ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის საქართველოს ევროპულ სწრაფვაზე.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ვილნიუსის სამიტზე დადებითად აისახება:
“არჩევნების შედეგები და ზოგადად საარჩევნო პროცესი პოზიტიურად აისახება ვილნიუსის სამიტზე. საქართველო ყოველი არჩევნების შემდეგ ამყარებს მოსაზრებას, რომ უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს”.
ევროპის კავშირის ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება. ლიტვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად უკვე მიიწვია.
მარგველაშვილმა დღეს ვილნიუსის სამიტს საქართველოსთვის ისტორიული უწოდა.
