“ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში დღეს, 14:00 საათზე შევიდა. ამ დროისათვის დადგენილია, რომ ზარი ტელეკომპანიაში ბომბის არსებობის შესახებ არასრულწლოვანმა განახორციელა”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


მათივე ინფორმაციით, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს, გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო აწარმოებს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *