“ჩემი აზრით, ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ თუ გვინდა სისტემურად შევცვალოთ ქვეყანა, უნდა გამოვიდეთ იმ მანკიერი სპირალიდან, როდესაც რაღაც პერიოდულობით ვირჩევთ პიროვნებას, მასზე გადაგვაქვს მთელი პასუხისმგებლობა და ველოდებით როდის მოგვიტანს კეთილდღეობას, სამართლიანობას და ა.შ. შემდეგ ისევ იბადება უკმაყოფილება და ისევ ერთ წრეზე ვტრიალებთ.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

ივანიშვილი როდესაც ამბობს, რომ მენეჯმენტში და მართვაში არ ჩაერევა, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი და ზუსტად მისი ქმედებები ამას ადასტურებს. თავისი თავი დადო სამსხვერპლოზე და დღეს მიდის, არ ეპოტინება არაფერს. გვერდიდან მართვა რაში სჭირდება, არის პრემიერ-მინისტრი და შეუძლია ძალიან ბევრი წელი დარჩეს პრემიერ-მინისტრად, მაგრამ მიდის”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

 

რაც შეეხება კოალიციის დაშლას, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება:

“საბოლოო ჯამში, კოალიცია, რა თქმა უნდა, დაიშლება, მაგრამ ახლო პერსპექტივაში და არც საშუალო პერსპექტივაში მე ამას ვერ ვხედავ”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა. მისი თქმით, კოალიცია შესაძლოა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიშალოს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *