ამ დროისთვის ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი. გრიბოედოვის ქუჩაზე კი ფეხით მოსიარულეებსაც არ ატარებენ.
“ბათუმელები” ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა შს სამინისტროს პრესამსახურს. “ბათმელების”ჟურნალისტი საავადმყოფოს მიმდებარედ მობილიზებულ პოლიციასთან ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა მას პოლიციელები კომენტარის გაკეთებაზე უარს ეუბნებიან.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანილი დაჭრილების მდგომარეობის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა. მერაბ ხალვაშის თქმით, „კომენტარს იქამდე ვერ გააკეთებს, სანამ პოლიცია ამის უფლებას არ მისცემს“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამი დაჭრილი მიიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს, ჩვეულებრივ გამვლელს კი რვა ტყვია აქვს მოხვედრილი.




