საავადმყოფოს დირექტორი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ინფორმაციას დაჭრილების მდგომარეობის შესახებ მანამდე ვერ გასცემს, ვიდრე პოლიციის თანხმობას არ მიიღებს. სავარაუდოდ, დაჭრილებიდან ერთ-ერთი პოლიციელია.
თვითმხილველის თქმით, რომელიც „ბათუმელებს“ ტელეფონით ესაუბრა, გასროლის ხმა შვიდჯერ გაისმა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

