მიხეილ სააკაშვილმა დღეს სტუდენტებთან ისაუბრა ევროკავშირსა და ევრაზიული კავშირს შორის სხვაობაზე, რა დროსაც განაცხადა:

 

“ევრაზიაა, მაგალითად, ის, რომ ახლა უკვე მართვის მოწმობების გაკეთება საქართველოში 500 ლარად შეიძლება, გორში, ქუთაისში გაიკითხეთ. ჩემს დროს რამდენს მეხვეწებოდნენ, რომ მართვის მოწმობები… ვეუბნებოდი, გიჟები ხომ არა ხართ, შანსი არაა, რომ ვინმეს გავუკეთო, 500 ლარი ღირს. ევრაზიაა ის, რაც ხდება ჩვენს სადარბაზოებში, ევრაზიაში მძვინვარებს კრიმინალი… ჩაცუცუქული ხალხი – ეს არის ევრაზია… თამაზშვილები რომ მართავენ კახეთს, ეს არის ევრაზია”.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ მსგავსი განცხადება პრეზიდენტის მხრიდან არის სამართალდამცავი უწყებისათვის შეურაცხმყოფელი და მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისაკენ.

 

“სამინისტრო მოუწოდებს პრეზიდენტს, თავი შეიკავოს სამართალდამცავი სტრუქტურების შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებისაგან”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *