სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, რომელშიც კოალიცია “ქართული ოცნების” 6 პარტია მონაწილეობდა, ექვსივე პარტიის წარმომადგენლებმა მხარი თამარ ჟვანიას კანდიდატურას დაუჭირეს.

 

თამარ ჟვანია 2012 წლიდან დღემდე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის – “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა” – მენეჯერი იყო. ის წლების განმავლობაში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში, ასევე, “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” ვაშინგტონის ოფისში. ის პროფესიით სოციოლოგია.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 9 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა: თამარ ჟვანია, მანუჩარ გამყრელიძე და კონსტანტინე ამირეჯიბი.

 

ცესკო–ს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ზურაბ ხარატიშვილმა გადადგომის შესახებ განაცხადა და პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *