როგორც მარგველაშვილი განმარტავს, სულ გამოცხადებული 52 ვაკანსია იყო, თუმცა სასამართლოს გადწყვეტილებით 4 ვაკანსია გაუქმდა:
„4 სექტემბერს დასრულდა საბუთების მიღება ქუთაისის მერიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე. მიღება ხდებოდა 4 სექტემბრის 24 საათამდე. აქედან 57 განცხადება გაუქმდა, რადგან ისინი იმ 4 ვაკანსიაზე იყო შემოტანილი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა.”
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მოხდება დოკუმენტების გადარჩევა და გაირკვევა, თუ ვის აქვს სრულად შემოტანილი საბუთები, რის შემდეგაც დაიწყება გასაუბრების ეტაპი.
