“მე მიხარია, რომ უმაღლესი სასულიერო პირები ნერგავენ ტოლერანტობის კულტურას და, ბუნებრივია, მათ მიყვება მრევლიც. სახელმწიფო ამ პროცესებში, ბუნებრივია, იმუშავებს მხოლოდ, როგორც რელიგიური ტოლერანტობის და .. ძირითადად, აგრეთვე, სამართელბრივი პროცესების გარანტად”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მარგველაშვილის ეს კომენტარი ტელევიზიებმა გაავრცელეს. მან ქუთაისში ნეტგაზეთის ჟურნალისტთან ამ თემაზე კომენტარი უდროობის მიზეზით არ გააკეთა და განუცხადა, რომ თავის მოსაზრებას ხონში დააფიქსრირებდა. 

 

სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთიდან მინარეთის დემონტაჟი 26 მაისს განხორციელდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა აქციით გააპროტესტა. სამართალდამცველებმა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით ათამდე ჭელელი დააკავეს, რომლებიც თავს მუსლიმურ თემს მიაკუთვნებენ. მინარეთი, რომლის დემონტაჟის და შემოწმების გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა მიიღო, ამ დროისთვის უკვე სოფელშია დასაწყობებული. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *