შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 1 საათი მიმდინარეობდა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მან ელჩს არჩევნების გაშუქებასა და დაკვირვებაში ბრიტანეთის მხარის ჩართულობა სთხოვა:
„ეს იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პროცესები, ძირითადში. ჩემი თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება აქტიურად იყოს ჩართული ბრიტანეთის მხარე მიმდინარე არჩევნების გაშუქებასა და მასზე დაკვირვებაში, იმიტომ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და იმის უზრუნველყოფა, რომ არჩევნები ჩატარდესწ დემოკრატიულად.“
ალექსანდრა ჰოლ ჰოლის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებთან საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობაზე და საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრეს. მისივე თქმით, ბრიტანეთი არჩევნებს დააკვირდება:
„ეს ჩვეულებრივი პროცესია. საელჩოები ხვდებიან საპრეზიდენტო კანდიდატებს. შევხვდი კანდიდატს, ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ბატონ მარგველაშვილთან შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობის შესახებ, კონკრეტულად ეკონომიკასაც შევეხეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს არჩევნები საქართველოსთვის და დემოკრატიული პროცესებისთვის. ჩვენ დავაკვირდებით საპრეზიდენტო არჩევნებს .“
