ლევან ვარშალომიძის სახლთან ბათუმში პოლიციას გზა ჰქონდა გადაკეტილი დაახლოებით 10 წუთი. იქ იყო სასწრაფო დახმარების მანქანაც.  ამ დროისთვის ქუჩა გახსნილია და ავტომანქანებს გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ. 

 

ლევან ვარშალომიძე იყო აჭარის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარე 2004-20012 წლებში. ის ამ პოსტზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა. 

 

სააკაშვილი ბოლო რამდენიმე დღეა ბათუმში იმყოფება. გუშინ, ბათუმის პიაცასთან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ მელორი ვაჩნაძესა და პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ვაჩნაძე დააკავეს და ის  სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა. 

ლევან ვარშალომიძე და მიხეილ სააკაშვილი. ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე, 2010 წ. შოთა გუჯაბიძის ფოტო
ლევან ვარშალომიძე და მიხეილ სააკაშვილი. ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე, 2010 წ. შოთა გუჯაბიძის ფოტო

 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *