
“არ არის გამორიცხული, მსგავსი შემთხვევები [მინარეთის] სხვაგანაც დაფიქსირდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა და საქართველოს საზოგადოებას უნდა შეეძლოს ისტერიის და დაპირისპირების გარეშე გადაწვიტოს, უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები.
ეს საკითხი სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვანაირად გადაწყვიტეს. ზოგმა ქვეყანამ რეფერენდუმის სახით თქვა მინარეთებზე უარი. მინარეთის ქონა-არქონაზე არ არის დამოკიდებული მეჩეთში ლოცვა და ახლაც ხელი არ ეშლება”, – განაცხადა წულუკიანმა.
“თუკი რაიმე გაეპარა საბაჟოს, ეს უნდა დადგინდეს და კონკრეტული მებაჟის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თუმცა მე, როგორც მართლამდიდებელ მორწმუნეს, მაინც შემეშინდებოდა შევხებოდი მეჩეთზე, თუნდაც უკანონოდ, აღმართულ მინარეთს. ჩემი, როგორც მთავრობის რიგითი წევრის, სურვილი იქნებოდა, რომ მეტი პრევენცია მომხდარიყო წინასწარ და როცა მინარეთი უკვე აღმართული იყო, გამორიცხული ყოფილიყო ძალისმიერი მიდგომა”.
რაც შეეხება სოფელ ჭელაში დაკავებულ პირებს, წულუკიანის თქმით, “პოლიციაზე ვინც ხელს აღმართავს, თანაბრად დაისჯება კანონის წინაშე”.
“ მივმართავ მუსლიმებს და მუფთებს და დანანება მინდა გამოვთქვა, რომ მათ დაუშვეს ერთ ღამეში მინარეთის აღმართვა ისე, რომ საქმის კურსში არც ადგილობრივი მოსახლეობა ჩააყენეს, არც მუნიციპალიტეტი.
თუ ჩვენ გვინდა ტაძრების და მეჩეთების მშენებლობა, ეს უნდა ხდებოდეს სხვა ფორმით, მაგრამ ბოლოს მაინც დავაფიქსირებ, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა მეჩეჩის მინარეთის მოხსნა, ჩემთვის იყო მიუღებელი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
