“ზედმეტი თეორიები არ არის აქ საჭირო – მე აშკარად ვხედავ, რომ მას ინფორმაცია არა აქვს, არ არის საქმის კურსში, საზოგადოებაში რა ხდება.  მე მოვუწოდებ მას, ჩემთან ერთად, დაცვის თანამშრომლების მინიმალურ გარემოცვაში, ან მათ გარეშე, მე პრობლემა არა მაქვს მათ გარეშე ვიარო, გავიდეთ ხალხში.  აი, როგორც მე ასე დავდივარ, და დაველაპარაკოთ ხალხს”- განაცხადა პრეზიდენტმა.  

 

მისი თქმით, ეს ეს ბიძინა ივანიშვილისთვისაც  სასარგებლო იქნება და ქვეყანასაც “წაადგებოდა მისი ინფორმირებულობა”.

 

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 25 აგვისტოს, საღამოს, ბათუმში გააკეთა. მან 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად ბათუმში ივახშმა, შემდეგ კი ისეირნა და ტურისტებს გაესაუბრა. ამ სეირნობის დროს მას “დავით აღმაშენებელი” უწოდეს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *