ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღეს, 23 აგვისტოს გაავრცელა მოკლე ცნობა ამ დაკავებულების შესახებ და გამოხატა კმაყოფილება იმის გამო, რომ სწრაფად მოხდა 6 წლის ბიჭის განთავისუფლება. იგი  გუშინ იმ სამ ქართველთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც ამჟამად ცხინვალში, კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან.

 

სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ აგრძელებს მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგს, რათა არ მოხდეს არასათანადო დაკავებები.

დაკავებული ქართველების თემას დღეს შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა:

 

“მოლაპარაკებებში მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოხდება მათი გათავისუფლება“ – განაცხადა შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *