
ამ საკითხზე მან 19 აგვისტოს ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა. იმერლიშვილმა მადლობა გადაუხადა საჯარო სამსახურში დასაქმებულ იმ პირებს, ვინც მარგველაშვილს უჭერენ მხარს.
“კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს მათი ინტერესისთვის, მაგრამ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ სახელმწიფო მოხელეებმა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებისგან, თუკი ისინი არ იმყოფებიან შვებულებაში და არასამუშაო საათებში”.
იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კოდექსი განმარტა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, გამგებლებს, მერებს არ ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება.
კითხვაზე, თუ რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი, იმერლიშვილმა უპასუხა, რომ რამდენიმე შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან აგიტაციაში მონაწილეობისა.
იმერლიშვილის თქმით, აღნიშნული შემთხვევები არ იყო მნიშვნელოვანი დარღვევა, თუმცა, რადგანაც არის მომეტებული ინტერესი და წინაასაარჩევნო კამპანია ინტენსიურ ფაზაში შედის, მიზანშეწონილად მიიჩნია ამგვარი მოწოდება გაეკეთებინა.
დღეს წინასაარჩევნო დარღვევებზე უწყებათშორისი კომისიაც იმსჯელებს.
დღეს, ამავე პრესკონფრენციაზე იმერლიშვილმა გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ წარმომადგენელი ცესკოში ლაშა აბაშიძე წარადგინა. ლაშა აბაშიძე ცხოვრობდა ინგლისში ორი წლის განმავლობაში და, მისივე თქმით, მუშაობდა “ფინანსურ ინსტიტუტში”. იგი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა.
