შსს–ს ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლები, რომელთა შუამავლობით ამოქმედებული ე.წ. ცხელი ხაზის მეშვეობით დროულად მოხერხდა სიტუაციის დარეგულირება. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

 

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აღნიშნულ პროვოკაციულ ქმედებას და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს ინციდენტის სიღრმისეული გამოძიებისკენ”, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მანამდე განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა. კომიტეტის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანამ დღეს, 10 აგვისტოს, სოფელ არცევთან ახლოს, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული ხაზი გადაკვეთა, რის გამოც ადგილი ჰქონდა ჰაერში გასროლას:

 

“პოლიციის ავტომობილის საზღვართან მოახლოებისთანავე სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა ჟესტებით მოითხოვეს მანქანაში მსხდომი პირებისგან, შეეწყვიტათ გადაადგილება სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, თუმცა ეს მოთხოვნა იგნორირებული იქნა,” – განუცხადეს რუსულ საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსს” კომიტეტში. მათივე განცხადებით, მესაზღვრეების მხრიდან მოთხოვნის რამდენიმეჯერ განმეორების იგნორირების შემდეგ გამაფრთხილებელი გასროლა იქნა გაშვებული ჰაერში, რის შემდეგაც მანქანამ ტერიტორია დატოვა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *