სააგენტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტს ადგილი ჰქონდა დღეს დილით, 10:45 საათზე, ევროკავშირის დამკვირვებლების თვალწინ:
“პოლიციის ავტომობილის საზღვართან მოახლოებისთანავე სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა ჟესტებით მოითხოვეს მანქანაში მსხდომი პირებისგან, შეეწყვიტათ გადაადგილება სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, თუმცა ეს მოთხოვნა იგნორირებული იქნა,” – განუცხადეს “ინტერფაქსს” კომიტეტში. მათივე განცხადებით, მესაზღვრეების მხრიდან მოთხოვნის რამდენიმეჯერ განმეორების ოგნირირების შემდეგ გამაფრთხილებელი გასროლა იქნა გაშვებული ჰაერში, რის შემდეგაც მანქანამ ტერიტორია დატოვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ამ ინფორმაციის გადამოწმება, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ფაქტი რეალობას.
